თათრიშვილი ნინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათრიშვილი ნინო თომას ასული [20. IX (3. X). 1908, თბილისი, – 7. IX. 1994, იქვე], გეოლოგი. გეოლ.მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). 1928 დაამთავრა თსუის საბუნებისმეტყველო ფაკტი. 1928–40 მუშაობდა საკავშ. მინერ. ნედლეულის ინტის ამიერკავკასიის განყბაში, 1940იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიურ ინტში. 1937–50 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუში. თის შრომები ძირითადად ეხება გრანიტოიდების პეტროლოგიას, სხვადასხვა შედგენილობისა და გენეზისის საწყისი ქანების მეტასომატური გრანიტიზაციის პრობლემებს, მინერ. ფაციესების სისტემატიკას, მეტამორფიზმის ზოგად საკითხებს. თხზ.: Магматическая деятельность в Грузии в допалеозое и палеозое, Тб., 1948; Магматизм Грузии и связанные с ним рудообразования, М., 1959 (თანაავტ. Г. М. Заридзе). ლიტ.: ზარიძე გ., მოგონებები, თბ., 1997. დ. შენგელია.