თათუხაშვილი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათუხაშვილი გიორგი არსენის ძე (დ. 18. IX. 1959, თბილისი), საქართველოს შინაგანი ჯარების გენერალლეიტენანტი (2004). 1983 დაამთავრა სტუის სამშენებლო ფაკტი, 1989 – მოსკ. მილიციის უმაღლესი სკოლის თბილ. ფაკტი. 1982–96 მსახურობდა საქართვ. შს სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000–01 – საქართვ. შს სამინისტროს შინაგანი ჯარების საბადრაგო ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, 2001–02 – საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სპეც. დანიშნულების რაზმის მეთაური. 2003–04 დაინიშნა საქართვ. შს სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლად. 2004–05 იყო თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალი. 2006იდან თადარიგშია. საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2001). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II ხარისხის (2004) ორდენებით. ლ. დოლიძე.