თაკვერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაკვერი, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII ს. ანონიმი ავტორის სომხ. გეოგრაფიაში. ადრინდ. შუა საუკუნეებში სახელწ. თაკვერი ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელ რაჭალეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით – ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდ. ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. განვითარებულ შუა საუკუნეებში სახელწოდება თაკვერს მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI სში თ. სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII–XIII სსში შედიოდა რაჭის ერისთავის საგამგეოში, გვიანდ. შუა საუკუნეებში კი – ლეჩხუმის შემადგენლობაში. ბერძნ.ლათ. და ქართ. წყაროებში იხსენიება თაკვირიის (თის) ციხე. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს დეხვირის ან ზუბის ციხე. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ხ., ლეჩხუმი, თბ., 1983. თ. ბერაძე.