თაკვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაკვი, ნასოფლარი ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალგეთის მარცხ. ნაპირზე. დატანილია ვახუშტის რუკებზე და მოხსენიებულია მის ნაშრომზე (`აღწერა სამეფოსა საქართველოსა”) დართულ სოფლების სიაში. არსებობს ამავე სახელწოდების მთაც, რიც მოხსენიებულია ვახუშტის იმავე ნაშრომის ტექსტში. სოფ. თ. მდებარეობდა იმ მთის ძირში, სადაც ამლივის წყალი ერთვის ალგეთს. ისტ. წყაროებში მოხსენიებულია XVI სიდან, როგორც საბარათიანოს სოფელი თაკუი, თაკუ. თ. დასახლებული იყო ქართველებით. არსებობდა განვითარებულ შუა საუკუნეებშიც, რასაც მოწმობს თის მთის ფერდზე შერჩენილი იმავე პერიოდის ეკლესია. ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964. თ. თოდრია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თაკვი&oldid=9460-დან“