თალაკვაძე გრიგოლ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ტალაკვაძე.jpg

თალაკვაძე გრიგოლ (გიგოლა) ანდრიას ძე (24. III. 1914, ოზურგეთი, – 16. XII. 2001, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1981). სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942იდან ოზურგეთის (1942–43 და 1946–49), ზესტაფონის (1943–45), თბილ. მოზარდ მაყურებელთა (1949–52) და სანკულტურის (1952–63) თეატრებში, ხოლო 1963იდან შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო. უპირატესად სახასიათო როლებს ასრულებდა. მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალობა, ბუნებრიობა, სიმართლე და ორიგინალობა.

ხოგაის მინდია.png

გამორჩეული როლები: პეტუა (ა. ცაგარლის „ციმბირელი”), იერემია წარბა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”), ფაშა ეფენდი (ვ. გუნიას „დაძმა”), ონისე (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა”), ოსმანაღა (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე”), თავადი კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი”), იოველი (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება”), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე”), მწყემსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე”), სპირიდონი (ნ. აზიანის `უკანასკნელი მასკარადი”), ნოე (ნ. წულეისკირის და გ. გეგეჭკორის `ძველი სამრეკლო”), ბერდია (კ. გამსახურდიას `ხოგაის მინდია”). თ. წარმატებით მოღვაწეობდა კინოშიც. კინოროლებიდან აღსანიშნავია სრულიად განსხვავებული ხასიათის სახეები: ილო („რაც მოგივა დავითაო”, 1959), სოლომან მორბელაძე („კარდაკარ”, 1960, დ. კლდიაშვილის მიხედვით), ზოსიმე (`ბურთი და მოედანი”, 1961), თეოფილე („ჭიაკოკონა”, 1961), კოწია („მე ვხედავ მზეს”, 1965), ილარიონი (`შეხვედრა წარსულთან”, 1966), ილიკო პერტია (`დათა თუთაშხია”, 1978), კოწია (`გამოაღეთ ფანჯრები”, 1981), მიტო (`დღეს ღამე უთენებია”, 1983), გოკიელი (`ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა”, 1984) და სხვ.

სოლომონ მორბელაძე.png