თალაკვაძე ლეონიდე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალაკვაძე ლეონიდე ბესარიონის ძე (21. I. 1916, თბილისი, –14. XII. 1999, იქვე), სამხედრო ინჟინერი. ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი. დაამთავრა მოსკ.სამხ.საავიაციო უმაღლესი სკოლა (1940), ლენინგრადის საავიაციო აკადემიასთან არსებული კურსები (1964). 1940იდან მუშაობდა მოსკ. სამხ.საავიაციო სკოლაში პედაგოგად, ამავე დროს ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1946იდან მოღვაწეობდა სამოქალაქო ავიაციაში. 1970იდან იყო მფრინავიინსტრუქტორი. ავიაციაში ხანგრძლივი უავარიო საფრენოსნო მუშაობისა და საფრენოსნო კადრების მომზადებისათვის მიენიჭა სსრკ დამსახურებული მფრინავის წოდება (1975). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. სამხ. ორდენები და მედლები.