თალაკვაძე მარიამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალაკვაძე მარიამ ივანეს ასული [16 (29). I. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის მაზრა, – 4. VI. 1982, თბილისი], პედაგოგმეთოდისტი, ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1996). 1930 წელს დამთავრა თსუს სიბრძნის მეტყველებნის ფაკულტეტი. პედ. მოღვაწეობა თმ დაიწყო 1919 მარადადის, შემდეგ აჭარისწყლის დაწყებითი სკოლის გამგემასწავლებლად. მუშაობდა ბათუმის პირველი 7წლიანი სკოლის ქართ. ენისა და ლიტრის მასწავლებლად (1912–26), კ. მარქსის სახ. საჯარო ბკაში (ახლანდ. სტუის პარლამენტის ეროვნ. ბკა; 1930–35), პედ. მეცნიერებათა სამეცნ.კვლ. ინტში (1935–36), შოთა რუსთაველის სახ. ლიტრის ისტორიის ინტში (1936–38), სახალხო განათლების მუზეუმში (1941–45). 1945იდან მუშაობდა თსუის ახ. ქართული ენის კათედრაზე თავდაპირველად დოცენტის, შემდეგ პროფესორის (1966), ხოლო 1973იდან გარდაცვალებამდე მეცნიერკონსულტანტის თანამდებობაზე. თ. კითხულობდა ქართ. ენის სწავლების მეთოდიკის საუნივერსიტეტო კურსს და იკვლევდა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თხზ.: იაკობ გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952; ზმნის სწავლება მე5 კლასში, თბ., 1955; ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959 (გამოც. მე2, 1975). ტ. სულაბერიძე. რ. ძნელაძე.