თალალე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალალე, თალილე, ქართლის კათოლიკოსი VIII ს. მეორე ნახევარში. იხსენიება `მოქცევაQ ქართლისაQს” მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, თ-მ ალბანეთის კათოლიკოსის მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე – ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რ-ის გამოც მიქაელმა თ. და ახალდაქორწინებულები დაწყევლა. თ-ს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია ცდილობდა მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერგვას. თ-ს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქართლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი. ლიტ.: მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბ., 1985; გოილაძე ვ., ერთი დაწყევლილი ჯვრისწერის ამბავი, «განთიადი», 1990, N6. ვ. გოილაძე.