თალებ შირაზი გორჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალებ შირაზი გორჯი (გ. 1891), ირანელი პოეტი; წარმოშობით ქართველი. ავტორია ლირ. სახოტბო და სატირული ლექსებისა. თეირანის მალექის ბკაში დაცულ `თეზქერეიე შოაის” შემოუნახავს მისი ორი მასნავი და რამდენიმე ლექსი. თეზქერე შეიცავს ცნობებს თვით პოეტის შესახებაც. მისი რამდენიმე კასიდა დაცულია თეირანის უნტის ხელნაწერთა ფონდში. თხზ.: [წიგნში] თოდუა მ., ქართულსპარსული ეტიუდები, [წგ.] 2, თბ., 1975 (დამატება II). ლიტ.: თოდუა მ., ქართულსპარსული ეტიუდები, [წგ.] 1, თბ., 1971