თამადა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თ-დ ირჩევენ ჭარმაგ, პატივსაცემ მამაკაცს, რ-იც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვ.) მიხედვით თ-ს ევალება ტრად. სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვასიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრ. მონაცემებით, ძველად ოჯახი ბავშვებს თამადობას პატარაობიდანვე აჩვევდა. საქართვ. მთიანეთის საკულტო დღეობაწვეულებებზე თს არ ირჩევდნენ – მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში `თაამადა”, `თამათა” ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. `თამადის” ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას `ტოლუმბაშსაც” (თულუმ ბაში – `ტიკის უფროსი”) ხმარობენ. ლიტ.: ჯანაშია ს., შრომები, ტ. 4, თბ., 1968. ლ. ფრუიძე.