თამაზაშვილი თამაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზაშვილი თამაზ ალექსანდრეს ძე (დ. 2. II. 1957, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალმაიორი (2000). დაამთავრა მოსკ. მილიციის უმაღლესი სკოლის თბილ. ფაკტი (1985). 1996–2001 იყო საქართვ. შს სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, 2001–02 შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2002–04 საქართვ. ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე. სპორტის ოსტატი ძიუდოში (1978). სსრკ. ჩემპიონი ხუთჭიდში (1982), საქართვ. შსს დამსახურებული მუშაკი (2000). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1998) და II (2000) ხარისხის ორდენებით. ლ. დოლიძე.