თამაზ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზ I, შაჰ-თამაზი (3. III. 1513, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს, – 14. V. 1576, ყაზვინი), ირანის შაჰი (1524–76). სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, ისმაილ Iის ვაჟი. ტახტზე ავიდა 10 წლისა, როდესაც სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. შემდეგში თ. I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრ. ხელისუფლება. მის დროს მიმდინარეობდა ირანოსმალეთის ე. წ. პირველი ომი (1514–55) ამიერკავკასიისა და სხვა მოსაზღვრე ქვეყნების დასაკუთრებისათვის. მან ჩრდ. აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეულები შირვანი (1538) და შაქი (1551) სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა. თ. I-მა ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში (1541, 1547, 1551 და 1554). მესამე ლაშქრობის დროს შაჰი პირადად ესწრებოდა ყიზილბაშების მიერ ვარძიის ქვაბთა ქალაქისა და ეკლესიის აოხრებაგაძარცვას (იხ. თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში). საინტერესოა თ. I-ისა და ოსმ. ელჩების საუბრის ჩანაწერები (იხ. თეზქერე” შაჰ-თამაზ I-ისა). ლიტ. იხ სტატიასთან `თეზქერე” შაჰ-თამაზ I-ისა. კ. ტაბატაძე.