თამამშევა ნინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამამშევა ნინო გიორგის ასული (15. I. 1905, თბილისი, – 26. I. 1971, იქვე), სომეხი ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1966). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1930). თს რეალისტური ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი კოლორიტი, ფერწერულობა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: `ქართული სუფრა” (1946), `ბროწეულები” (1947), `ნატურმორტი მამლით” (1954, სამივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი); `მწყემსი” (1938), `ოლიმპიადა” (`ჩონგურზე დამკვრელები”, 1939), `ხალხთა მეგობრობა” (`უკრაინელი კოლმეურნეები სტუმრად ქართველ კლომეურნეებთან”, 1941) და სხვ. ა. ჩხარტიშვილი.