თამარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თამარა”, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა ქართველი (ძირითადად საფრანგეთში მცხოვრები) ემიგრანტებისგან 1941 წ. 20 ივნისს გერმანიის სამხედრო დაზვერვის – აბვერის მიერ. `თ-ს” თავდაპირველი მიზანი საქართველოში ეროვნ.განმან. აჯანყების ორგანიზება იყო. ემიგრანტთა ორგანიზაციაში ჩარიცხვას, რიც 1941 მარტიდან დაიწყო, ხელმძღვანელობდა ქართ. ემიგრაციის ერთერთი მემარჯვენე ლიდერი მ. კედია. წინასწარი მომზადების მიზნით ამ პერიოდში ოცამდე ქართვ. ემიგრანტი (ძირითადად `თამარ I-ის” მომავალი წევრები) მიავლინეს საგანგებო ერთკვირიან კურსებზე გერმ. სადაზვერვოსადივერსიო სკოლაში ქ. ორლეანთან (საფრანგეთი). ივნისის ბოლოს `თ-ს” მომავალი წევრები – 130 მოხალისე (ქართვ. ემიგრანტების გარდა, ორგანიზაციაში შედიოდა 30მდე გერმ. საკადრო პერსონალის წარმომადგენელი), რაც მნიშვნელოვნად აჭარბებდა ორგანიზაციის თავდაპირველად დაგეგმილ პირად შემადგენლობას, შეიკრიბა ქ. ვენაში, სადაც მოხდა ქვედანაყოფის უშუალო ფორმირება. სტრუქტურულად `თ.” დაიყო ორ საგანგებო დანიშნულების ჯგუფად – `თამარ I” და `თამარ II”. `თამარ I” (მეთაური – გერმ. უნტეროფიცერი ე. ჰერმანი) შედგებოდა თავის მხრივ ცალკე ქვეჯგუფებში გაერთიანებული 16 ქართვ. ემიგრანტისგან. 1942 აპრილის დასაწყისში `თამარ I” გადაისროლეს ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც ჯგუფის წევრები გადიოდნენ წვრთნას. სექტემბრის დასაწყისში `თამარ I” დაიყო ოთხ ქვეჯგუფად. თითო ქვეჯგუფი შედგებოდა 7 წევრისაგან: 3 გერმანელისა (ქვეჯგუფის მეთაური, ამფეთქებელი და რადისტი) და 4 ქართველისაგან.

საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცები.jpg


4–6 სექტემბერს, ღამით ქ. საკის აეროპორტიდან საქართველოში თვითმფრინავებით გადასხეს `თამარ Iის” ოთხივე ჯგუფი, რთა მოქმედების არეალს შეადგენდა წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულისა და ზუგდიდის რნები. წინასწარ მიღებული ზომების მიუხედავად, ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა შემდეგი მიზეზების გამო: 1) გერმანელთა მიერ ამ დროს დაგეგმილმა შეტევამ, რის შედეგადაც ვერმახტის 1 სატანკო არმია უნდა შემოჭრილიყო საქართველოში, მარცხი განიცადა. ამან შეუძლებელი გახადა მედესანტეთა დაკავშირება მთავარ გერმ. ძალებთან; 2) ლუფტვაფეს პილოტთა შეცდომისა თუ არახელსაყრელი კლიმ. პირობების გამო მედესანტეები გაიფანტნენ დიდ რადიუსზე, რამაც შეუძლებელი გახადა მათი შეკავშირება მიწაზე. უკვე 13 სექტემბერს, საქართვ. შინსახკომმა გამოსცა ბრძანება, რის თანახმად დაკავებული მედესანტეები შეპყრობის ადგილზევე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ოქტომბრისთვის მედესანტეთა დიდი ნაწილი უკვე შეპყრობილი ან მოკლული იყო. `თამარ II” (მეთაური – გერმ. ობერლეიტენანტი ო. კრამერი) წარმოადგენდა ასევე ცალკე ქვეჯგუფებად დაყოფილ 80 ქართვ. ემიგრანტისგან შედგენილ ოპერატიულ დანაყოფს. 1942 სექტემბერში, ვენაში ფორმირების შემდგომ, `თამარ II” გადაისროლეს რუმინეთში, ბუქარესტის ახლოს, შემდეგ კარპატების მთების ძირას მდებარე სოფ. ოდობეშტში, ქ. ფოქშანთან, სადაც კავკასიასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გადიოდა გაძლიერებულ სამთოსასროლო მომზადებას. ქართვ. ემიგრანტთა არაოფიც. მეთაურის როლს ასრულებდა დამოუკიდებელი საქართვ. არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ს. ზალდასტანიშვილი. 1941–42 ზამთარში `თამარ IIის” წევრები მონაწილეობდნენ გერმ. საბჭოთა ტყვეთა ბანაკებიდან ქართვ. წითელარმიელი ტყვეების გადაბირებაგამოყვანაში, რებიც შემდგომ `თამარ IIის” შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. 1942 დასაწყისში `თამარ IIის” პირადი შემადგენლობა, რის რიგებში დაახლოებით 130 ქართვ. ემიგრანტი და ყოფ. საბჭოთა ტყვე იყო, გადაისროლეს ქ. შტრანსში (სილეზიაში). აქ მოხალისეები შეიყვანეს აბვერის მეთაურის, ადმირალ ვ. კანარისის პირადი ბრძანებით შექმნილ კავკ. საგანგებო დანიშნულების ბატალიონის `ბერგმანის” შემადგენლობაში, რის თავდაპირველ მიზანს ასევე კავკასიაში სადაზვერვოსადივერსიო ოპერაციების განხორციელება შეადგენდა. ლიტ.: გაბლიანი გ., ჩემი მოგონებანი (მეორე მსოფლიო ომი), ტ. 1–2, ქუთ., 1998–2000; Мамулиа Г., Грузинский легион в борьбе за свободу и независимость Грузии в годы Второй мировой войны, თბ., 2007. გ. მამულია.