თამარაშენი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარაშენი.png

თამარაშენი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. შუა ფრონის (ფცის მდგენელი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 696 , ქარელიდან 19 კმ, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 579 მცხ. (2002). თ. ვახუშტი ბატონიშვილს შეტანილი აქვს ფცისწყლის სოფელთა სიაში. სოფელში დგას XVIII–XIX სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები და კარსარკმლები აგურითაა ნაშენი. გადახურულია პილასტრებზე ამოყვანილ აგურის თაღზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. ძეგლი თავდაპირველად შელესილი და მოხატული იყო. შეთეთრების შემდეგ დარჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. შესასვლელები სამხრიდან და დასიდან აქვს. მოგვიანებით, 1883, ეკლესიას დასიდან მიაშენეს ტუფის ქვით ნაგები კარიბჭე – სამრეკლო, რ-ის I და II სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი. გადახურულია აგურის პირამიდული გუმბათით. ჯ. გვასალია. თ. დვალი.