თამარაშენი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარაშენი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. დიდი ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 880 , ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 0,5 კმ. 960 მცხ. (2002). გადმოცემის თანახმად, თ. – მცირე ქალაქი – XII სში დაუარსებია თამარ მეფეს. თ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.), როგორც ქართველებით, სომხებით და ებრაელებით დასახლებული მცირე ქალაქი. XVIII სში თში აჩაბეთიდან გადმოსახლებულან მაჩაბლები. 1865 შედიოდა სურამის უბნის თამარაშენის სასოფლო თემში 65 კომლით. სოფლის სამხრეთით 2 კმზე შემორჩენილია ნახევრად დანგრეული გრიგოლწმინდის დარბაზული ეკლესია, რიც გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება. თში დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი ი. მაჩაბელი, აქვე იყო მისი სახლმუზეუმი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971; Документы по истории Грузии, т. 1, თბ., 1954. ჯ. გვასალია.