თამარაშვილი ვასილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარაშვილი ვასილ სოლომონის ძე (21. I. 1883, თბილისი, – 7. IV. 1957, იქვე), მუსიკოსი, პედაგოგი. მუს. საკრავთა რეკონსტრუქტორი. 1911 დაამთავრა თბილ. მუს. სასწავლებელი სამხ. კაპელმაისტერის (სამხ. ორკესტრის დირიჟორის) სპეციალობით. იყო ზ. ფალიაშვილის მოწაფე. თავდაპირველად თბილ. სკოლებში ასწავლიდა სიმღერაგალობას, სანოტო სისტემას, მუს. თეორიასა და სოლფეჯიოს. უკრავდა ორგანზე კათოლ. ეკლესიაში. 1936–39 მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართ. ხალხური საკრავების ორკესტრი. მან დიდი შრომა გასწია საკრავების დახვეწაგანვითარების, გაუმჯობესებაგადახალისების ხაზით, რაც იმ დროისათვის საინტერესო მოვლენა იყო. თმა ხანგრძლივი შრომისა და დაკვირვების შედეგად შექმნა მსოფლიოში პირველი ნოტების საბეჭდი მანქანა, რის პირველი ნიმუში ჯერ კიდევ 1936 დაამზადა. მოწონებული მანქანა სერიული წარმოებისათვის გადაეცა ლენინგრადის ოლქის ქ. ლიგოვოს. სამწუხაროდ, მანქანის სერიულ ჩამოსხმას ხელი შეუშალა 1941 სსრკგერმანიის ომმა და საბეჭდი მანქანა ქარხანასთან ერთად განადგურდა. ლიტ.: გეგეჭკორი ლ., ხალხური სიმღერის მოამაგენი, თბ., 2007. კ. ჭოხონელიძე.