თამარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი (გ. 1150), XII ს. მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის ასული. 1105/6 დავითმა იგი შირვან-შაჰ მანუჩაჰრ II-ს მიათხოვა. ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვან-შაჰთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად თურქსელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქმრის – შირვან-შაჰის გარდაცვალების შემდეგ თ. სამშობლოში დაბრუნდა, ააგო თიღვის მონასტერი და იქვე აღიკვეცა მონაზვნად. იხსენიება მონასტრის მთავარი ნაგებობის – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფასადის წარწერებში. იყო ძმისშვილის – გიორგი IIIის გამზრდელი. წყარო: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ლაშა გიორგისდროინდელი მემატიანე, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002. გ. საითიძე.