თამარისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარისი (1944-მდე – ტრაუბენბერგი), სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), მარნეულის ვაკეზე, მდ. ხრამის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თ., ალავარი, ახალი დიოკნისი). ზ. დ. 380 , მარნეულიდან 11 კმ. 1,7 ათ. მცხ. (2002). სოფელში ნაპოვნია გვიანდ. ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასაწყ. (ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლო მეოთხედი) სამარხი – აკლდამა. გაითხარა 1960 (ხელმძღვ. გ. ფხაკაძე). წარმოადგენს ქვატეხილით ამოშენებულ ოვალურ ორმოს, რსაც სამხრით საფეხურებიანი (ჩასასვლელი – დრომისი) აქვს. სამარხი კოლექტიურია. ჩონჩხები ეყარა უსისტემოდ. აღმოჩნდა არათანაბრად გამომწვარი თიხის 15 ჭურჭელი (შვერილკოპებიანი ჯამები და ცილინდრულყელიანი, მრგვალმუცლიანი ცალყურა კოჭბები, რთაგან ორზე ამოკაწრულია სწორხაზოვანი ორნამენტი). თ-ის მსგავსი მასალა საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი მტკვარარაქსის კულტურის ადრეული ეტაპის ძეგლებზე (კიკეთი, სამშვილდე, დიდუბე, კოდა, გომარეთი). ლიტ.: ფხაკაძე გ., ქვემო ქართლის ენეოლითი, თბ., 1963. გ. ფხაკაძე.