თამარი, ალასტანელების სამფლობელოს `დედოფალი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, ალასტანელების სამფლობელოს `დედოფალი”, მელქისედეკ `პროვინციის მეფის” მეუღლე, რიც ჰოვანავანქის მონასტრის ეგვტერის წარწერაში `პატრონად” და `დედოფლად” იწოდება. წარწერა გაკეთებულია `ხელმწიფობაში პატრონისა დედოფლისა თამარისა”. მათი ვაჟის – გიორგის მცირეწლოვნობის გამო ალასტანელთა სამფლობელოს `დედოფალი” თ. განაგებს. აღნიშნული წარწერის შესწავლამდე თ. უცნობი იყო ალასტანელთა გენეალოგიაში. ეს ეპიგრაფიკული ძეგლი მელქისედეკის შემდეგაც ადასტურებს ისტ. სომხეთის გარკვეულ რეგიონზე ალასტანელთა მფლობელობას და მონღოლთა ხანაში სომხეთის საქართველოს შემადგენლობაში ორგანულად ყოფნას. რადგან ანდრონიკე `პროვინციის მეფის” ხელმწიფობას 1340ით ვიწყებთ, თის დედოფლობის ზემო საზღვრად დაახლოებით ეს პერიოდი შეიძლება ვივარაუდოთ. ლიტ.: ნინიძე დ., `პროვინციის მეფეები” XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995. დ. ნინიძე.