თამარი, საქართველოს დედოფალი, ალექსანდრე I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, საქართველოს დედოფალი, ალექსანდრე I დიდის მეორე მეუღლე, იმერეთის ერისთავის, დიმიტრი ალექსანდრეს ძის, და. მისგან ალექსანდრე Iს შეეძინა დავითი (შემდეგში კათოლიკოსი დავით II), გიორგი (შემდეგში გიორგი VIII) და ზაალი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად). გ. ''საითიძე''.