თამარი, ქართლის დედოფალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, ქართლის დედოფალი, მეფე დავით X-ის მეუღლე, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ერთერთი ლაშქრობის დროს ატენის ციხეში თავშეფარებული თ. დაატყვევა ირანის შაჰმა თამაზ I-მა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნა. ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს თ-მა სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიწამლა. ქართ. ისტორიოგრაფიაში თ-ს ხშირად ნესტანდარეჯანს უწოდებდნენ. ბოლო დროს უპირატესობა თ-ს ეძლევა. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: საითიძე გ., ნინიძე დ., ლუარსაბ I-ის დედის ვინაობის საკითხისათვის, {არტანუჯი}, 1995, #4; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად). გ. საითიძე.