თამარი, ქართლის დედოფალი, მეფე ლუარსაბ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, ქართლის დედოფალი, მეფე ლუარსაბ I-ის მეუღლე, იმერეთის მეფე ბაგრატ IIIის ასული. 1526 ბაგრატ IIIმ ქართლში მიიღო `არადათს წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა”. ამავე წელს 25 მარტს ლუარსაბმა იქორწინა თზე. ჩანს ლუარსაბს ეს ქორწინება ტახტის განმტკიცებისათვის ესაჭიროებოდა, რამდენადაც წყაროში აღნიშნულია, რომ `მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა”. წყარო: ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967