თამარი, შაჰაბას I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, შაჰ-აბას I-ის ცოლი, ანდუყაფარ ამილახვრის ქალიშვილი (ფ. გორგიჯანიძის ცნობით – და: `შაჰ-აბას ყაენს ცოლად ჰყავდა და ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი თამარ”). სპარსელი ისტორიკოსის, ნ. ფალსაფის მოწმობით, როცა შაჰი ნაღვლიანი და დადარდიანებული შედიოდა ჰარამხანაში, მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა უფროსი და კანონიერი ქართვ. ცოლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის (ამილახვარის), კახეთის ვალის – ალექსანდრე ხანის ნათესავის ასული იყო, კარგად იცნობდა შაჰის ხასიათსა და ბუნებას და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. რუს. წყაროების მიხედვით (ს. ბელოკუროვი, ნ. ვესელოვსკი) თ. ალექსანდრე კახთა მეფის ცოლის დისშვილი ყოფილა. იმავე წყაროებში დაწვრილებით არის აღწერილი 1596 ირანის შაჰის სარდლების ჩამოსვლა კახეთში და თის ირანში გამგზავრების ცერემონიალი. ლიტ.: სვანიძე მ., ქართველი ქალები შაჰაბას I-ის კარზე, მის წგ.: საქართველოოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1990; Белокуров С. А., Сношения России с Кавказом, в. 1, М., 1889; Веселовский Н. И., Памятники дипломатических и торговых сношений России с Персией, т. 1, СПб., 1890. მ. სვანიძე.