თამარი, XIII ს

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი, XIII ს. მოღვაწე, დავით VII ულუს ასული. ცოლად შეირთო მონღოლი დიდმოხელის, `გურჯისტანის ვილაიეთის” გამგებლის არღუნ აღას ვაჟმა. თ-ს სძულდა წარმართი მეუღლე. როდესაც არღუნი გარდაიცვალა, ქმარმა იგი დროებით თბილისში ჩამოიყვანა. თ. გაიპარა და მთიულეთში დაიმალა. აბაღა ხანისა და თის ძმის – დემეტრე II-ის თანხმობით, თ. ცოლად შეირთო სამეფოს ფაქტობრივმა გამგებელმა, მედროვე სადუნ მანკაბერდელმა. წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად). გ. საითიძე.