თამარი (

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი ფრესკა.jpg

თამარი (დაახლ. 1160–1213, სხვა ცნობებით – 1207, 1210), საქართველოს მეფე 1184იდან, გიორგი III-ის ასული. 1178 გიორგი III-მ, ითვალისწინებდა რა ტახტის მემკვიდრეობის გამო შექმნილ, დაძაბულ ვითარებას, თ. თანამოსაყდრედ აკურთხა. გიორგი მეფემ თის კურთხევა ყველა წესის დაცვით ჩაატარა `განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა, შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა”. გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1184-იდან თ. ერთმმართველი გახდა. მისი გამეფებისთანავე ფეოდ. არისტოკრატიის ერთმა ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტ. პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა, მათ თ. ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს (არსებობს თვალსაზრისი, რომ თ-ის მეორედ კურთხევა არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ მოვლენას, რადგან არსებობდა ტრადიცია მეფის გარდაცვალების შემდეგ თანამოსაყდრედ კურთხეული მემკვიდრის ხელმეორედ კურთხევისა). ამასთანავე, თ. იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა მათი ზოგი სხვა მოთხოვნა, მაგ., გადააყენა გიორგი IIIის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები – ამირსპასალარმანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუარსლანის დასი (იხ. ყუთლუარსლანის დასის გამოსვლა). ჩანს, საკითხი კომპრომისული შეთანხმებით მოგვარდა, რის შემდეგ თმა ისურვა ხელისუფლების ოპოზიციაში მდგომი კათოლიკოსის, მიქელ მირიანის ძის (იხ. მიქელ IV) გადაყენება. ამისთვის მოწვეულ იქნა საეკლ. კრება, რ-საც საგანგებო მოწვევით ესწრებოდნენ თის მომხრე გავლენიანი საეკლ. პირები, მიქელის მიერ კათოლიკოსობიდან გადაყენებული ნიკოლოზ გულაბერისძე (იხ. ნიკოლოზ I), ანტონ ქუთათელი და სხვანი. მართალია, მიქელის გადაყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ მეფისათვის არასასურველი რამდენიმე მაღალი საეკლ. თანამდებობის პირი გადააყენეს. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თ. მისი სურვილის წინააღმდეგ ანდრია ბოგოლიუბსკის შვილ იურიზე (გიორგიზე) (იხ. იური ანდრიას ძე) დააქორწინა. თავდაპირველ დამარცხებათა შემდეგ თმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები. პირველ რიგში (ორიორნახევარი წლის შემდეგ), განქორწინდა არასასურველ მეუღლესთან. იურის მოწვევის და შემდეგ განქორწინების მიზეზი იყო მეფესა და მის მოწინააღმდეგე ფეოდალთა შორის ინტერესთა დაპირისპირება. განქორწინებას ღრმა პოლიტ. საფუძველი ჰქონდა, თუმცა მიზნის მისაღწევად თმა იურის უარყოფითი თვისებები გამოიყენა (მიდრეკილება `მემთვრალეობისა” და სოდომური ცოდვისადმი, არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალდებები გადაჭარბებულიც იყო). თის ქმარყოფილი საქართველოდან გააძევეს. თ-მა მაღალ თანამდებობებზე თანდათან თავისი ერთგულნი შემოიკრიბა, დააწინაურა და სახელმწ. მმართველობის სადავეები თვითონ ჩაიგდო ხელში. 1187 (ან 1189) იქორწინა დავით სოსლანზე და შეეძინა ორი შვილი – გიორგი (ლაშად სახელდებული) და რუსუდანი. მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი და სხვანი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თმა თავდაპირველად მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ ბიზანტიაში გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობებზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა. თ-მა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები. ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწ. ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება, რ-იც სამ თვეს გაგრძელდა (დაახლ. 1212).

თამარი ბეთანიის ფრესკა.jpg

თ-ის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდ. სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშს აწყობდა. XII ს. 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო მასშტაბით შეუტია მოსაზღვრე სელჩუკიანი თურქების სახელმწიფოებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა სამფლობელოები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება თავიანთ უზენაეს სას. ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას, სთხოვეს. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბ. ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე (იხ. შამქორის ბრძოლა 1195). 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი (იხ. ბასიანის ბრძოლა 1203), 1199–1203 აიღეს სომხ. ქები: ანისი, ბიჯნისი, დვინი, რის შედეგადაც ჩრდ. და ცენტრ. სომხეთი საქართველოს შემოუერთდა. 1204 აიღეს ქ. კარი (ყარსი). საქართვ. სამეფოს კონტროლს დაექვემდებარა დვინარზრუმისა და დარუბანდშემახიის მნიშვნელოვანი სტრატ. და სავაჭრო მაგისტრალები. იმავე 1204 ქართველთა ლაშქარმა დაიკავა შავი ზღვის სამხრ. სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც თმა დააარსა საქართველოზე დამოკიდებული სახელმწიფო – ტრაპიზონის იმპერია. 1208–09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭეშსა და არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდ. ირანი. თ-ის მეფობის დასასრულისათვის საქართვ. ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ: აღმით შირვანი და რანი; ჩრდით – ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი. სამხრით მოხარკე ქვეყნები იყვნენ: ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო, კარნუქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის საამირო. XII ს. უკანასკნელ მეოთხედსა და XIII ს. დასაწყისში ფეოდ. საქართველომ თის ბრძნული და წინდახედული პოლიტიკით თავისი პოლიტ. სიძლიერის, ეკონ. და კულტ. აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თის მეფობის დროს საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიამონასტრები... მის დროსაა აგებული ბეთანიის, ბერთუბნის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვ. იქმნებოდა ქართ. კულტურის ახ. კერები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. თის ერთერთი ისტორიკოსი მას იერუსალიმის მონასტრის აშენებას მიაწერს (შესაძლებელია, მის დროს მნიშვნელოვანი აღდგენითსარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა), მის დროსაა აგებული ჟალიას (ღალიას) მონასტერი კუნძულ კვიპროსზე. თ. დიდ მატერ. დახმარებას უწევდა ქართ. კულტ. კერებს, საგანგებოდ ზრუნავდა საზღვარგარეთ არსებულ ცენტრებზე. ისტორიკოსის სიტყვებით: `მცირითგან მონასტრით საყდარეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობით აღავსო”. იგი მფარველობდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანებს და ა. შ. თ-ს, ჩანს, ადრეული ასაკიდანვე ამზადებდნენ იმ დიდი მისიისათვის (მეფობისათვის), რაც მას ცხოვრებამ დააკისრა. მის აღზრდას მეფე გიორგის და, განათლებული და გამოცდილი პოლიტ. მოღვაწე, ხორასნის სულთნის ცოლყოფილი, დაქვრივების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული რუსუდან დედოფალი ხელმძღვანელობდა. თ-ის ერთერთი ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მცირე ასაკის თ. `გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერებითა ცნობიერითა გონიერითა და შუენიერითა” გამოირჩეოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თ-ის დიპლ. ტაქტი. როგორც წესი, საშინაო თუ საგარეო კონფლიქტების მოგვარებას ის მოლაპარაკებით ცდილობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მისი მცდელობა, მოეგვარებინა საკითხი ყუთლუარსლანის დასის წევრებთან, რისთვისაც საპატიო მანდილოსნები – კრავაQ ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი მიუგზავნა განდგომილთ, რთაც, როგორც ჩანს, წარმატებით გაართვეს თავი მოვალეობას. ასევე მოლაპარაკებით ცდილობდა თ. იმ დიდი აჯანყების ჩაქრობას, რიც მისი ქმარყოფილის დაბრუნებას ისახავდა მიზნად; აჯანყებულებს საგანგებო ელჩობა გაუგზავნა, მაგრამ მათ არ ისურვეს მოლაპარაკება და მეფე იძულებული გახდა ლაშქრით მოეგვარებინა პრობლემა. თ., როგორც წესი, ცდილობდა ბოროტმოქმედთა შეწყალებას. როგორც თის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, მეფის მოწყალების დამადასტურებელია ის, რომ შეწყალებულ იქნენ ისეთი დამნაშავეებიც კი, როგორებიც იყვნენ ვარდან დადიანი (იხ. დადიანი ვარდან), ბოცოსძე ბოცო და `ამათნი მიმდგომნი დიდებულნი”. ამიტომაა, რომ თის დროს `არ იყო მიმძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი”. თის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მისი მეფობისას, ადრიდანვე არსებული წესით – `ძელსა ზედა ჩამორჩობით” სჯიდნენ მხოლოდ ავაზაკებს. გუზან აბულასანის ძე ტაოელი დავით სოსლანმა თის უკითხავად დასაჯა, მას თვალნი დასწვეს `ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა”. საქართვ. სამეფო კარზე ადრიდანვე დამკვიდრებული იყო ღარიბღატაკთა დახმარების ტრადიცია, ქველმოქმედება მეფეთა აუცილებელ თვისებას წარმოადგენდა. საქართვ. მეფეები, მ. შ. თ. ქველმოქმედებას საკუთარი შრომითაც ეწეოდა: `რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თUსთა Hელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თUსითა Hელითა”. თის დროს განვითარების მაღალ დონეზე იდგა მეცნ. სხვადასხვა დარგები: ისტორიოგრაფია, ფილოსოფია, მედიცინა, და სხვ. მის დროს შეიქმნა ქართ. კედლის მხატვრობის უბადლო ნიმუშები (ბერთუბნის, ყინწვისის, ბეთანიის, ვარძიის და სხვა ძეგლთა მოხატულობანი), ოქრომჭედლობის (ოპიზარნი, ტბელნი) მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები. განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია ქართ. შუასაუკუნოვანმა საერო მხატვრულმა მწერლობამ, რის უბადლო ნიმუშებია ჩახრუხაძის, იოანე შავთელის პოემები და შოთა რუსთაველის უკვდავი `ვეფხისტყაოსანი”. თ. თავიდანვე იწოდებოდა `მეფედ” (აგრეთვე `მეფეთ მეფედ”) და `დედოფლად” (აგრეთვე `დედოფალთა დედოფლად”). მისი მეუღლე (როგორც გიორგი, ასევე დავითი) თის თანამეცხედრეობის გამო `მეფე” იყო. თის სრული ტიტული ასეთია: `მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეQ და დედოფალი შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელი”. ქართველმა ხალხმა მრავალი ლექსი, პოემა, ლეგენდა უძღვნა თს; მასვე მიაწერა თის მეფობამდე და მეფობის შემდეგ აგებული ძეგლების მშენებლობა. თის შემდეგ საქართველო მალევე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ ხალხმა ყოველივე საუკეთესო მის უკვდავ სახელს დაუკავშირა. ხალხურ შემოქმედებაში რეალური ისტ. პიროვნება ლეგენდარულ გმირად იქცა. თის ორივე ისტორიკოსის და ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს ცნობით თ. გელათში დაკრძალეს. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თ. წმინდანად შერაცხა: წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეა 1 (14) მაისი.

თამარი ბერთუბნის ფრესკა.jpg

წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთმეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარვანდედთანი, იქვე; ლაშა გიორგისდროინდელი მატიანე, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, თამარი, თბ., 1991; მისივე, დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; ნატროშვილი თ., ჯაფარიძე გ., ცდა ერთი თარიღის დადგენისა, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1974, # 1; ოდიშელი ჯ., ქართული ისტორიული ქრონოლოგიის ერთი საკითხი (XII–XIII სს. მიჯნა), {ცისკარი}, 1976, # 1; სილაგაძე ბ., XII–XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალასირის ცნობათა შუქზე, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965; Лордкипанидзе М. Д., История Грузии XI – начала XIII века, Тб., 1974; მისივე, Gეორგია ინ ტჰე XI–XIII ცენტურიეს, თბ., 1987; Метревели Р. В., Святая царица Тамар, Стокгольм, 2014. მ. ლორთქიფანიძე.