თამარი (გ. 1510)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი (გ. 1510), იმერეთის დედოფალი. XV–XVI სს. მოღვაწე, მეფე ალექსანდრე II-ის მეუღლე. მისგან ალექსანდრე II-ს შეეძინა ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ III), დავითი და ვახტანგი. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად). გ. საითიძე.