თამარი (გ. 1683), ქართლის მეფის ვახტანგ V

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარი (გ. 1683), ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ძმისწული. განთქმული იყო თავისი სილამაზით. 1661 ვახტანგ V-მ შამადავლე იოსების ძე (შემდეგში ლევან III დადიანი) სამეგრელოს მთავრად დასვა და ცოლად შერთო თ., რიც შემდეგ დიდი ცილობის საგნად იქცა დას. საქართვ. მეფემთავრებს შორის; 1663 იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ ლევან III დადიანს წაართვა თ. და თვითონ შეირთო. მათ ქალვაჟი – დარეჯანი და გიორგი – შეეძინათ. ლევან III დადიანი ცოლის დაკარგვას არ შერიგებია, რამდენჯერმე სცადა მისი უკან დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. მალე ბაგრატსა და ლევანს ახ. კონკურენტი გამოუჩნდათ გიორგი III გურიელის სახით. კონკურენტი რომ ჩამოეშორებინა, ბაგრატ IV-მ მას ცოლად შერთო თავისი ასული დარეჯანი (ნაშობი თ-საგან). 1678 ვახტანგ Vის ვაჟმა არჩილ II-მ იმერეთის მეფობა წაართვა ბაგრატ IV ს და თ. ლევან III დადიანს დაუბრუნდა. 1679 ახალციხის ფაშას დახმარებით ბაგრატ IV-მ ტახტი დაიბრუნა, მაშინვე თავს დაესხა ლევან III დადიანს და თ. კვლავ წაართვა. 1680 ლევან III დადიანისა და 1681 ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელი გაეყარა ცოლს და შეირთო თავისი სიდედრი თ. თის სახე დაუდო საფუძვლად ა. წერეთელმა თავის პოემას `თამარ ცბიერი”, რ-ის მიხედვითაც მ. ბალანჩივაძემ შექმნა იმავე სახელწოდების ოპერა. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ჯამბურია გ., საქართველოს გაერთიანების ცდები. ფეოდალური ანარქია დასავლეთ საქართველოში (XVII სის 60–90იანი წლები), წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. საითიძე.