თამარ ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1791–1875) ერეკლე IIის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული. განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 20 წლისა რუს. დედოფლის ფრეილინად დაინიშნა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის სამეფო კართან. თ. ბ. 1832 შეთქმულების აქტ. წევრი გახდა და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა. აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების გეგმის შედგენაშიც. შეთქმულთა დამარცხების შემდეგ მას ჩამოართვეს უფლისწულის (ცარევნას) ტიტული და რუსეთში გადაასახლეს. დაკრძალულია მცხეთაში. ლიტ.: გოზალიშვილი გ., 1932 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76