თამარ დედოფლის მღვიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ დედოფლის მღვიმე, კარსტული მღვიმე ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქორთის მახლობლად, ფოცხვრევის ქედის დას. კლდოვან ფერდობზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება ვრცელი გუმბათოვანი დარბაზით, რსაც 8 მ სიგანის კარნიზი აქვს გადმოხურული. მღვიმის წინ ამოშენებულია 4 სიგანის, 0,8 სიმაღლის დუღაბის კედელი სამზერებითა და სარკმლით. ნაგებობიდან მარჯვნივ, 15 მეტრზე, ბუნებრივი პატარა მღვიმეა (2X12X12) მ 3, რსაც ხელოვნური დამუშავების კვალი ეტყობა. პირველი ცნობა თ. დ. მის შესახებ (თუმცა ლეგენდის ხასიათისა) ეკუთვნის ცნობილ ქართვ. მოღვაწეს ი. მაჩაბელს. XX ს. 80იან წლებში მღვიმე შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინტის სპელეოექსპედიციამ. ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009