თამარ მეფის ისტორიკოსები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ მეფის ისტორიკოსები, XII–XIII სს. ორი უცნობი ავტორი, რომელთაც ეკუთვნით თხზულებები საქართველოს მეფის თამარის შესახებ. პირველი ისტორიკოსის თხზულებაში აღწერილია ძირითადად თამარის, ხოლო მოკლედ – მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. რადგან სათაური დაკარგულია, ივ. ჯავახიშვილმა მას უწოდა `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”. თამარ მეფის მეორე ისტორიკოსს ეკუთვნის თხზულება `ცხოვრება მეფეთმეფისა თამარისი” (სათაური პირობითია), რ-შიც აღწერილია ამ გვირგვინოსნის მეფობის მთელი ისტორია.