თამარ ქალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თამარ ქალი”, საყოფაცხოვრებო შინაარსის ქართული (რაჭული) ხალხური საფერხულო ცეკვა. ასახავს ჩერქეზების მიერ რაჭველი ქალის, თამარის მოტაცების ამბავს. ქალისათვის შეუფერებელი ძალღონე და წონა, რითაც გამოირჩეოდა მოტაცებული, ცეკვას სახუმარო ხასიათს აძლევს. ფერხული სრულდება ქალვაჟთა შერეული ჯგუფის მიერ ორპირული სამხმიანი სიმღერით. მუს. ზომა 3/4. ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ცეკვის განმარტებანი, თბ., 1986. ა. თათარაძე.