თამბაქო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამბაქო.jpg

თამბაქო (Nicotiana), ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებული იყო 60-ზე მეტი სახეობა, სსრკ-ში – 2. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თ. (N. tabacum) და წეკო ­(N. rustica). დეკორ. მებაღეობაში თს ისეთ სახეობებს იყენებენ, რებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მოსაწევი თ. მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. ფოთლები 2,5 მმდე სიმაღლის ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია. მწვანე ფერისაა (იშვიათად ყვითელი ან მომწვანომოყვითალო). ხუთწევრიანი ყვავილები ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთ. ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, ყავისფერი თესლი. თ-ს სავეგეტაციო პერიოდი 135–170 დღეა. იგი სითბოსმოყვარული და ტენის მომთხოვნი მცენარეა (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27–28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდაგანვითარებისათვის 24–28 °C). კარგად ხარობს მსუბუქ და საშ. შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე, ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30–35% ცხიმოვან ზეთს, რსაც იყენებენ ტექ. მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის). თ-ს სამშობლოდ ითვლება სამხრ. ამერიკა. ევროპაში ამერიკიდან შემოიტანეს XV ს. ბოლოს და XVI ს. I ნახევარში. რუსეთში თ. გავრცელდა XVII ს. დასაწყისში. თ. მოჰყავთ აგრეთვე ჩინეთში, ინდოეთში, აშშში, ინდონეზიაში, თურქეთში, დას. აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში თ. XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თს კულტურა ჩვენში XIX ს. I ნახევარში გავრცელდა. პირველად ის აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარაში და ბოლოს – აღმ. საქართველოს რნებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვ.), სადაც დარაიონებული იყო აფხაზეთისა და ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურებში გამოყვანილი ჯიშები: ჰიბრიდი 155, სამსუნი 27, სამსუნი 224, ტრაპიზონი 265, ტრაპიზონი 230, ტრაპიზონი 245 და სხვ. თს საუკეთესო ჯიშებია: პერემოჟეცი, ფოთოლწვეტა ბ2747, ტრაპიზონი 1867, ამერიკანი 287 – ც., სამსუნი 417, 155, დიუბეკი 44, რ-ებსაც საპაპიროსე ნედლეულად იყენებენ. პერევოლოჩანეცი და ჰავანა 1112 – სასიგარო ჯიშებია. თ-ს ამრავლებენ ჩითილით, რ-იც გამოჰყავთ სათბურებსა და თბილ კვლებში. 1 ჰა-ზე რგავენ 50–150 ათას მცენარეს. საქართველოში თ-ს მოსავალს იღებენ წელიწადში 5–6ჯერ. თს ფართოდ გავრცელებული დაავადებებია: თ-ს მოზაიკა და თ-ს ჩოფურა; მავნებლებია – თ-ს თრიფსი და თ-ს ბუგრი. ლიტ.: ჯაფარიძე ა., დგებუაძე ო., მეთამბაქოეობა, თბ., 1973. ა. ჯაფარიძე.