თამბაქოს მრეწველობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამბაქოს მრეწველობა, კვების მრეწველობის დარგი, რომლის საფერმენტაციო ქარხნებში ხდება თამბაქოს ფერმენტაცია, ხოლო თამბაქოს ფაბრიკებში – თამბაქოს ნაწარმის (პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, წეკო) გამოშვება. თ. მ. მოიცავს თამბაქოს პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, ექსპორტს და იმპორტს. თამბაქოს ნაწარმს განეკუთვნება როგორც ნედლი თამბაქოსაგან, ისე მისი გამოყენებით დამზადებული და მოსაწევად, საღეჭად ან საყნოსად განკუთვნილი პროდუქცია. თამბაქოს ნაწარმი მოიცავს აგრეთვე სიგარეტის ქაღალდს, ხელოვნურ გარსს და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს (გარდა სიგარეტების მუნდშტუკებისა და ყველა სახის ფილტრისა). თ. მიდან მიღებულ პროდუქციას განეკუთვნება: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები; პაპიროსები, სიგარები და სიგარილები; საჩიბუხე თამბაქო; შესახვევი თუთუნი; საღეჭი ან შესასუნთქი თამბაქო. თამბაქოს პირველი ფკები გაიხსნა XVII ს-ში ინგლისსა და ჰოლანდიაში. რუსეთში თ. მის აღმოცენება XVIII ს. პირველ მეოთხედში იწყება, აქვე მსოფლიოში პირველად შეიქმნა თამბაქოს ნაწარმის სახეობა – პაპიროსი, გამოიგონეს და დანერგეს საჰილზე და პაპიროსის დასატენი მანქანები. მსოფლიოში სიგარეტის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ხოლო თამბაქოს ცნობილ კომპანიებს მიეკუთვნება `ჩინეთის ნაციონალური თამბაქოს კორპორაცია” (China National Tobacco Corporation, CNTC), `საერთაშორისო ფილიპ მორისი”, აშშ (Philip Morris International), `ბრიტანულამერიკული თამბაქო” (British – American Tobacco, BAT), `სამეფო თამბაქო”, დიდი ბრიტანეთი (Imperial Tobacco), `იაპონური თამბაქო” (Japan Tobacco), რებზეც მოდის თამბაქოს მსოფლიო გაყიდვების 70% (2013 მონაცემებით). მსოფლიოში თამბაქოს პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად აღემატება 5 ტრილიონ სიგარეტს (2012 წ. მონაცემებით). თამბაქოს წარმოების მსოფლიო დინამიკა სტაბილურია. საქართველო წლების განმავლობაში ტრადიციულად თამბაქოს მწარმოებელ ქვეყანათა რიგს განეკუთვნებოდა. თამბაქოს კულტურა ქვეყანაში გავრცელდა XVII ს. დამლევს, ხოლო ინდუსტრია ცოტა მოგვიანებით განვითარდა. თავდაპირველად საქართველოში მოჰყავდათ წეკო (თამბაქოს ერთერთი სახეობა), ხოლო XIX ს. I ნახევრიდან გავრცელდა თამბაქოს ამერიკული ჯიშები. თამბაქოს საქართველოში `თუთუნს” უწოდებდნენ, რაც თურქ. წარმოშობის სიტყვაა და დღესაც იხმარება ზეპირმეტყველებაში. თუთუნს ეწეოდნენ, ყნოსავდნენ, ღეჭავდნენ საქართვ. სხვადასხვა კუთხეებში (ხევსურეთი, სვანეთი, სამეგრელო და სხვ.). ზოგიერთ შემთხვევაში თამბაქოს ხმარობდნენ სამკურნალოდაც – ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად და ა. შ. XIX ს. 50-იანი წლებიდან დარგი ინდუსტრიულ საწყისებზე განვითარდა. 70–80 წლებში დაინერგა თამბაქოს საჭრელი მექან. დაზგები, ხოლო 90-იან წლებში – პაპიროსის დასამზადებელი მანქანები, კიდევ უფრო მოგვიანებით – მზა პროდუქციის ჰილზების დასამზადებელი და პაპიროსის დასატენი მანქანები. XIX ს. 90-იან წლებში საქართველოში იყო 7 შედარებით მსხვილი ფ-კა, XX ს. დამდეგს – 9, მ. შ.: თბილისში (ა. ენფიანჯიანცის, ნ. ბოზარჯიანცის, სააქციო საზოგადოება `მირი” საფაროვის მემკვიდრეობისა), ქუთაისსა (ძმები ფირალოვების კუთვნილება) და ბათუმში (ბუნიათოღლუსა და `თამარა” ა. ლევბერგისა) და სხვ. გარდა ამისა მოქმედებდა რამდენიმე წვრილი საწარმოც. ისინი ნედლეულად ძირითადად იყენებდნენ საქართველოში მოყვანილ, თავის დროზე თურქეთიდან შემოტანილ თამბაქოს ჯიშებს `სამსუნსა” და `ტრაპიზონს”. მათ ჩაანაცვლეს ამერიკული თამბაქოს ჯიშები, რებიც რუს. მთავრობის მიერ იქნა შემოტანილი და დაკანონებული (1883 წ.). 1913 წ. უკვე თამბაქოს 13 ფკა მუშაობდა, სადაც 1400 კაცი იყო დასაქმებული, გამოშვებული პროდუქციის ღირებულება კი 2,9 მლნ. მანეთს შეადგენდა. პროდუქცია გადიოდა ამიერკავკასიასა და რუსეთში. პირველი მსოფლიო ომის (1914–18) პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა თამბაქოს ნაწარმზეც, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში თამბაქოს მრეწველობის განვითარებას. მეთამბაქოეობისა და თამბაქოს მრეწველობის განვითარებაში სრულიად ახ. ეტაპი დაიწყო საბჭოთა პერიოდში. სწრაფად გაიზარდა როგორც თამბაქოს ნათესი ფართობი, ისე მისი მთლიანი მოსავალი და მოსავლიანობა. თამბაქოს ფართობმა 1930 წ. 19,9 ათ. ჰა შეადგინა, ხოლო პროდუქციის წარმოებამ 10 ათ. ტ, რაც 1913 წ. მაჩვენებელს აღემატებოდა შესაბამისად 1,8ჯერ და 1,1ჯერ. ომის შემდგომ პერიოდში თამბაქოს მიერ დაკავებული ფართობი რამდენადმე შემცირდა სხვა კულტურებისათვის პრიორიტეტის მინიჭების გამო, თუმცა მოსავალი, ცალკეული გამონაკლისების გარდა, იზრდებოდა მოსავლიანობის გადიდების ხარჯზე. გამოიკვეთა მეთამბაქოეობის ოთხი გეოგრ. რეგიონი – ქვემო ქართლი (ბოლნისი), კახეთი (ლაგოდეხი), აჭარისა და აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკები. ამათგან თამბაქოს წარმოების თითქის ნახევარი აფხაზეთზე მოდიოდა. 80იან წლებში საქართველოში თამბაქოს ნათესი ფართობი შეადგენდა 11 ათ. ჰას, ხოლო ყოველწლიურად იწარმოებოდა დაახლოებით 17 ათ. ტზე მეტი ნედლეული. სანედლეულო ბაზის გაფართოებასთან ერთად 1925-იდან დაიწყო ძვ., კუსტარული საწარმოების გამსხვილება და ახლების მშენებლობა. მაგალითად, თბილისში მოქმედი 7 წვრილი ფკის ბაზაზე 1929 შეიქმნა ორი მსხვილი ფკა, საწარმოთა კონცენტრაცია განხორციელდა აგრეთვე სოხუმსა და ბათუმში. ამოქმედდა ახ. თამბაქოს ფკები და საფერმენტაციო ქნები, პარალელურად უმჯობესდებოდა საწარმოების მატერ.ტექ. ბაზა, ინერგებოდა ახ. ტექნოლოგიები. ამათგან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1928 თ. მში არასეზონური ფერმენტაციის მეთოდის დანერგვას, რმაც საგრძნობლად შეამცირა მზა პროდუქციის წარმოების ციკლის ხანგრძლივობა. XX სის 80იან წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 7 საფერმენტაციო ქნა (თბილისში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, განთიადში, სოხუმში, ბათუმსა და ლაგოდეხში) და 4 მსხვილი თამბაქოს ფკა (2 – თბილისში, თითოთითო ბათუმსა და სოხუმში). საფერმენტაციო ქნები ძირითადად განლაგებული იყო რესპუბლიკის მეთამბაქოეობის წამყვან რნებში და სავსებით უზრუნველყოფდა თამბაქოს ფოთლის გადამუშავებას. ამ ქნებში დამზადებული პროდუქცია – განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი თამბაქო `სამსუნი” და `ტრაპიზონი” – იგზავნებოდა სსრ კავშირის მთელ რიგ თამბაქოს ფკებში, სადაც მას საკუპაჟე მასალად იყენებდნენ მაღალხარისხოვანი თამბაქოს წარმოებისათვის. საქართვ. საფერმენტაციო ქნებში წარმოებული თამბაქო მნიშვნელოვანი რაოდენობით იგზავნებოდა საზღვარგარეთაც. თამბაქოს ფკები, რებიც ძირითადად მათი მოხმარების ცენტრებში იყო განლაგებული, უშვებდნენ 20მდე დასახელების თამბაქოს ნაწარმს. პაპიროსისა და სიგარეტის წარმოების საერთო მოცულობა წლიურად 16–17 მლრდ. ღერს შეადგენდა, აქედან 6 მლრდ. ღერი ადგილობრივ ბაზარს მიეწოდებოდა, ხოლო 10–11 მლრდ. ღერი – საბჭ. კავშირის სხვა რესპუბლიკებს. 1980 რესპუბლიკის თამბაქოს ფკებმა დაამზადეს 19,2 მლრდ. ც. სიგარეტი და პაპიროსი, რაც 2,6ჯერ აღემატება ამ პროდუქციის წარმოების 1940 წ. დონეს, ხოლო ფერმენტირებული თამბაქოს წარმოებამ შეადგინა 1940 წ. – 17,7; 1950 წ. – 16,3; 1960 წ. – 16,3; 1980 წ. – 12,7 ათ. ტ. საქართველოს ხვ. წილი ფერმენტირებული თამბაქოს საერთო საკავშირო წარმოებაში შეადგენდა 8,2–8,5 %, ხოლო პაპიროსისა და სიგარეტის წარმოებაში 8,8%. საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა ადგილზე წარმოებული ფერმენტირებული თამბაქოს 60% და პაპიროსისა და სიგარეტის – 75%. XX ს. 90-იანი წლებიდან დარგის განვითარებაში მკვეთრად უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა. თანდათანობით დაეცა როგორც თამბაქოს ნედლეულის, ისე მისგან დამზადებული პროდუქციის წარმოება, კერძოდ, 1990–2005 თამბაქოს ნედლეულის წარმოება 23 ათ. ტიდან 1,1 ათ. ტმდე, ხოლო პლანტაციების ფართობი – 14 ათ. ჰაიდან 0,5 ათ. ჰამდე შემცირდა. ამჟამად თამბაქოს ნედლეული ძირითადად საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ. საქართველოში წარმოებული თამბაქოს მოცულობის შემცირებისა და მისი დაბალი ხარისხის გამო ის სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება სიგარეტის ადგილობრივ წარმოებაში. დაიხურა თამბაქოს საფერმენტაციო ქნები. საქართველოში აღარ ხდება თამბაქოს ფერმენტაცია. მნიშვნელოვნად შემცირდა გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობაც. იგი 11,2 მლრდ. ღერი სიგარეტიდან (1990) 3,5 მლრდ. ღერამდე შემცირდა (2013). თუ ადრე საშინაო ბაზრის მოთხოვნილება ძირითადად ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმით კმაყოფილდებოდა, ამჟამად მწეველთა 75% იმპორტ. სიგარეტს მოიხმარს, რის შედეგადაც საქართველოდან ყოველწლიურად 100 მლნ. აშშ დოლარი გაედინება. საქართველო თამბაქოს ნაწარმის ტრად. ექსპორტიორი ქვეყნიდან მის იმპორტიორ ქვეყნად იქცა. საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიით 13 კერძო ფირმაა დაკავებული (2013 წ. მონაცემებით), მათგან 7 თბილისში ფუნქციონირებს, 2 – ბათუმში, 2 – ქუთაისში, 1 – საგარეჯოსა და 1 – მარნეულის მუნიციპალიტეტებში. მოქმედი საწარმოთაგან 11 მცირე საწარმოს განეკუთვნება. საქართველოში წარმოებული თამბაქოს პროდუქცია (წლიურად დაახლ. 70 მლნ. ლარის ღირებულების) თითქმის მთლიანად მოიხმარება ადგილზე. ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების გამო საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, მიმდინარეობს კამპანია თამბაქოს წევის წინააღმდეგ. კანონი თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა პირველად ჯერ კიდევ 2003 წ. 26 აგვისტოს მიიღო. ამას მოჰყვა კანონი `სურსათისა და თამბაქოს შესახებ” (29. XII. 2006). 2010 წ. 15 დეკემბერს მიიღეს კანონი `თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რშიც გაერთიანდა მანამდე არსებული კანონები. მოქმედ კანონში მოცემულია ნორმები, შეზღუდვები, ვალდებულებები, მოთხოვნები და აკრძალვები, რთა მიხედვითაც თამბაქოს მოწევა იკრძალება აღმზრდელობით, საგანმანათლებლო, სამედიცინო, აგრეთვე სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობანაგებობებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში. დაწესებულების ხელმძღვანელი კი ვალდებულია მწეველთათვის გამოყოს სპეციალური მოსაწევი ადგილები. კანონდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაწესებულია ჯარიმა. ჩატარებული კვლევებით საქართველოში მწეველთა რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებლებით მოსახლეობის დაახლოებით 30,4% შეადგინა, აქედან კაცებში – 55%, ხოლო ქალებში – 5 %. მოზარდთა 12% თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი იყო. თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (36,5%) თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყოველდღიურ მომხმარებელთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (36%) გამოვლინდა 25–34 ასაკობრივ ჯგუფში. ლიტ.: ბახტაძე ი., მეთამბაქოეობა და თამბაქოს მრეწველობა, თბ., 1982; ნარმანია დ., თამბაქოს ინდუსტრიის ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემის შესახებ, ჟურნ. `გადასახადები”, 2003, #16–17; მისივე, თამბაქოს ინდუსტრიის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმები საქართველოში, ჟურნ., `ეკონომიკა”, 2005, #5–6; ცინცაძე დ., კაპიტალისტური მრეწველობის განვითარება საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში (თამბაქოს მრეწველობა), თბ., 1979. დ. ნარმანია.