თამღა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამღა, ტამღა (თურქ.მონღ.), განსაკუთრებული ნიშანი (დაღი, დამღა), რომლითაც აღინიშნებოდა საკუთრების უფლება პირუტყვზე; მოგვიანებით – ბეჭედი, დოკუმენტი ან სიგელი ხანის ბეჭდით. თ. ეწოდებოდა აგრეთვე მონღოლების მიერ ვაჭრობაზე დაწესებულ სახელმწ. გადასახადს, რიც ფულით აიღებოდა და დიდ შემოსავალს აძლევდა ხაზინას. სხვადასხვა დროს მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში თ. გაყიდული საქონლის ღირებულების 3–10%-სა და მეტს შეადგენდა. თბილისში XIII ს. II ნახევარში იხდიდნენ სავაჭრო თანხის 3%-, თუმცა გადასახადების ამკრებთა და შემსყიდველთა თვითნებობის გამო ეს წესი ხშირად ირღვეოდა, რასაც უკმაყოფილება მოსდევდა. კერძოდ, 1259 საქართვ. მეფის დავით VII-ის აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ იმით იყო გამოწვეული, რომ აქ გადასახადთა ამკრებად მოვლენილი სპარსი ვაჭარი ხოჯააზიზი, ძალზე უდიერად იქცეოდა: `თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა – იგი ტამღად ეწოდდეს”. თ. აფერხებდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას, ამიტომ ხშირი იყო მისი გაუქმების მცდელობა. საბოლოოდ ეს გადასახადი გაუქმდა 1565, შაჰ თამაზ Iის ბრძანებით. წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე. წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: კიკნაძე რ., თამღა ილხანთა სახელმწიფოში, {აღმოსავლური კრებული}, II, თბ., 1960. რ. ''კიკნაძე''.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თამღა&oldid=9569-დან“