თანამედროვე ხუთჭიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვე ხუთჭიდი.jpg

თანამედროვე ხუთჭიდი, სპორტული მრავალჭიდი. სპორტ. კომპლ. სახეობა, რიც აერთიანებს ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და რბენას. მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის იმართება 1949იდან, ქალთა შორის – 1981იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის 1912იდან – კაცები, 2000იდან – ქალები. ანტ. საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში – პენტათლონში, რიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ. 708). თანამედროვე ხუთჭიდი ანტ. პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. XIX ს. მეორე ნახევარში თავდაპირველად შვედეთში, შემდეგ კი ევრ. სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე.

თანამედროვე ხუთჭიდი1.jpg

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თ. ხ. (1912) შეიტანეს პ. დე კუბერტენის თაოსნობით, რსაც ეს სახეობა პენტათლონის თავისებურ მემკვიდრედ და სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნართვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. 1952 ოლიმპიადამდე ტარდებოდა მხოლოდ პირადი პირველობა, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობაც შემოიღეს. 1948მდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სპორტსმენ ოფიცრებს ჰქონდათ. 2000იდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდ. შეჯიბრება.

თანამედროვე ხუთჭიდი4.jpg

სპორტის ამ სახეობას ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1948 ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშ. კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne – UIPM).. მისი შექმნის ინიციატორი იყო შვედი გ. დირსენი (1920 ოლიმპიური ჩემპიონი), რიც ამ კავშირის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1953იდან ეწოდებოდა თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშ. კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne et Biathlon –UIPMB). 1998იდან კი კვლავ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშ. კავშირი ეწოდება (ბიათლონის ფედერაცია ცალკე გამოიყო). აერთიანებს 102 ქვეყნის ფედერაციას.

თანამედროვე ხუთჭიდი2.jpg

საქართველოში თ. ხ. თბილისში XX ს. 50იანი წლებიდან დაინერგა. პირველ ხუთჭიდელთა შორის იყვნენ: რ. მანჯავიძე, ა. პევცოვი, ი. ახვლედიანი, ჯ. ზალდასტანიშვილი, ბ. ბაჟანოვი, ა. კრავჩენკო, გ. კალმახელიძე, ვ. როგავა. საქართვ. ნაკრებ გუნდს, რის ძირითად ბირთვს თბილისელი სპორტსმენები შეადგენდნენ, არაერთი საპრიზო ადგილი დაუკავებია სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, გუნდის უმაღლეს მიღწევად კი უნდა ჩაითვალოს სსრკის ჩემპიონობა და მესამე საპრიზო ადგილი ევრ. თასის გათამაშებაში 1981. ცალკეულ სპორტსმენთაგან აღსანიშნავი არიან ი. ბრიზგალოვი (ევრ. თასის მფლობელი, 1985) და რ. ლოხიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, 1988).

თანამედროვე ხუთჭიდი5.jpg

80იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა ვ. იაგორაშვილმა. წლების განმავლობაში საქართვ. ნაკრებ გუნდთან ნაყოფიერად მუშაობენ ხუთჭიდის თბილისელი სპეციალისტები, მწვრთნელები: ნ. ალავიძე, თ. გოგიაშვილი, ჯ. ზალდასტანიშვილი, გ. კალმახელიძე, ა. კრავჩენკო, ი. ლუცენკო, ა. მანჯავიძე, რ. მანჯავიძე, ვ. როგავა, ნ. სკორნიაკოვი, ა. სმირნიცკი, ა. შეროზია, ვ. ცაგარეიშვილი, თ. ჯეჯელავა. ჯ. ზალდასტანიშვილი.

თანამედროვე ხუთჭიდი3.jpg