თანამოსაყდრეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამოსაყდრეობა, ტახტის მემკვიდრეობის წესი XI–XIII სს. საქართველოში, რომლის მიხედვით, მეფეს მემკვიდრე თავის სიცოცხლეშივე აჰყავდა სამეფო ტახტზე თანახელმწიფედ. მაგ., დავით აღმაშენებელმა `თUსითა Hელითა დასუა საყდარსა თUსსა ძე თUსი დიმიტრი”; თამარსაც გიორგი III-მ თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი. სავარაუდოა, რომ მეფეები ამ გზით ცდილობდნენ, მემკვიდრეებისათვის აეცილებინათ მეფედ კურთხევის წესის სიმბოლური მოქმედება, რიც გამოხატავდა ხელისუფლების მიღებას დიდგვარიანი აზნაურებისაგან. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7). ი. ფუტკარაძე.