თანგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანგა, XV ს. დასაწყისში თემურლენგის მიერ შემოღებული მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტა (მასა 6,2 გ), ძირითადი ერთეული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და აღმ. ამიერკავკასიის ფულად სისტემაში. საქართველოს ეს რეფორმა არ შეხებია. თემურლენგის თები საქართველოში არაა აღმოჩენილი. სამაგიეროდ ფართოდ იყო გავრცელებული XV ს. შირვანული თები. აღმოჩენილია როგორც ერთეული, ისე განძის სახით სოფ. საქობოში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ხორხში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), თამარაშენში (ქარელის მუნიციპალიტეტი), ალში (ხაშურის მუნიციპალიტეტი). ლიტ.: დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV ს. საქართველოში, თბ., 1964; Дундуа Г. Ф., Джалагания И. Л., Обращение ширванских монет XV века в Грузии, «Известия АН Азерб. ССР», 1973, №4; 1974, №1; Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и Закавказья, «Труды Общества обследования и изучения Азербайджана», в. 3, Баку, 1926. გ. დუნდუა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თანგა&oldid=7895-დან“