თანიაშვილი სულხან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანიაშვილი სულხან ავთანდილის ძე, XVII ს. პოეტი, ქართლის სამეფო კარის მდივანმწიგნობარი. არჩილ II-ის ცნობით, განსწავლული პიროვნება და ცნობილი პოეტი ყოფილა. XVII ს. იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ალბომში მოთავსებულ თის პორტრეტზე წარწერილია: `იბერიაკოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი სულხან ავთანდილაშვილი”. თის თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გალექსილმა `ამირანდარეჯანიანმა” ერთადერთი დეფექტური ნუსხით (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, S–357). თხზულებას თან ერთვის ავტორისეული შესავალი ტრად. მსჯელობითურთ მიჯნურობაზე, პოეზიაზე, პროზასთან შედარებით ლექსის უპირატესობაზე და ა.შ. გალექსილი ვერსიის დასრულება თ-ს არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ძმამ ბეგთაბეგმა ითავა. ძეგლის ძირითადი ნაწილი სულხანის გალექსილია; რუსთველისა და თეიმურაზ I-ის ტრადიციების მიმდევარმა თმა შეძლო საკმაოდ ოსტატური თხზულების შექმნა. ლ. კეკელიძე.