თარბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი თარბა.png

თარბა ივანე კონსტანტინეს ძე (21.III. 1921, სოფ. ბესლახუბა, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 21. I. 1994, სოხუმი), აფხაზი მწერალი. დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინტი (1948). 1953–54 იყო აფხ. ავტ. რესპ. განათლების მინისტრი, 1954–58 – პარტიის აფხ. საოლქო კომიტეტის მდივანი, 1958–79 – აფხ. მწერალთა კავშირის თავრე. პირველი ლექსი 1937 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული – 1949. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: `ორი ზღვა” (1954), `ლექსები და პოემები” (1960), `აფხაზეთო ჩემო” (1963), `მთიდან მთამდე” (1965), `ლექსები” (1971), `შუადღის გზებზე” (1972), `სიმღერიდან სიმღერამდე” (1975). თს ეკუთვნის აგრეთვე რომანები: `ცნობილი კაცი” (1967) და `მზე ჩვენთან იღვიძებს” (1971). ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თარბა&oldid=7937-დან“