თარგამაძე კახა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ თარგამაძე.png

თარგამაძე კახა მამიას ძე (დ. 30. XI. 1955, ბათუმი), პოლიციის გენერალლეიტენანტი (1996). დაამთავრა სპიის სატრანსპ. ფაკტი (1977), თსუის იურიდ. ფაკტი (1987). 1979იდან მსახურობდა შსს ორგანოებში. 1992–95 იყო საქართვ. შსს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, უფროსი, დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1995–2001 წლებში ეკავა შს მინისტრის თანამდებობა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1995) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1997). ლ. დოლიძე.