თარგამაძე კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგამაძე კონსტანტინე მიხეილის ძე [2(15). IX. 1910, სოფ. ნიგორზღვა, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 3. IV. 1994, თბილისი], მეტყევე. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968). სატყეო ეკონ. მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა ამიერკავკ. სატყეო ტექ. ინტი (1934). 1937–52 მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938იდან იყო საქართვ. სას.სამ. ინტის (ახლანდ. საქართვ. აგრ. უნტი) სატყეო მეურნ. ეკონ. და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983 ი-დან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–56 კი – ინტის რექტორი. თ. მუშაობდა სატყეო მეურნ. ეკონ. პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: ტყის მეურნეობის წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა, გამოც. მე2, თბ., 1965; ტყის პროდუქტიულობის გადიდების გზები, თბ., 1968; საქართველოს ტყის ფონდი, თბ., 1973; დაცვითი ტყის ზოლები და სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავალი, თბ., 1974 (თანაავტ. ა. ბეროზაშვილი); სამთო ტყის მეურნეობის ეკონომიკა, თბ., 1984. თ. კანდელაკი.