თარგიმის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგიმის ეკლესია, შუა საუკუნეების ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლი ინგუშეთში, მდ. ასას მარჯვ. ნაპირზე, სოფ. თარგიმიდან 4 კმზე. წარმოადგენს მცირე ზომის ერთნავიან ნაგებობას, რის ქვეშ დაახლოებით 2 სიმაღლის საძვალეა მოწყობილი. საძვალის მასიური კედლები დარბაზის კედლების საძირკველს წარმოადგენს. ნაგებია ფიქლით, მცირედ დამუშავებული რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლები შელესილია, შესაძლოა, მოხატულიც იყო. ინტერიერში გრძივ კედლებზე პილასტრების ერთი წყვილია, რზეც კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. შესასვლელი სამხრ. კედელშია გაჭრილი. საკურთხევლის აფსიდში ტრაპეზის ნაშთები შეინიშნება. ლიტ.: ქალდანი ა., ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში, «ძეგლის მეგობარი», 1988, #1.