თართი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თართი.jpg

თართი, კოლხური ზუთხი (Acipenser colchicus V. Mapti, 1940), ზუთხისებრთა დამოუკიდებელი ქვესახეობა. ბოლო დრომდე განიხილებოდა, როგორც რუს. ზუთხის (Acipenser güldenstädti Brandt-Rotzeburg 1833) ქვესახეობა. მაქსიმალური სიგრძე 175 სმ. მამრების საშუალო სიგრძე 125 სმ, მდედრების –145 სმ, მასა 100 კგმდე. თ. მდინარის და ზღვის ბინადარია. გავრცელებულია შავი ზღვის სამხრ.აღმ. ნაწილში, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: რიონში, ენგურში, სუფსაში, ოკუმში, ერისწყალში, ხობში და ჭოროხში, დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 250000–260000 ქვირითია. იკვებება ძირითადად თევზებით და კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ქირონომიდებით, ოლიგოქეტებით. ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. შეტანილია საქართვ. წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტ. საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში. წყარო და ლიტ.: ბურჯანაძე მ., საქართველოს მტკნარი წყლების თევზთა სარკვევი, თბ., 1940; ნინუა ნ., გუჩმანიძე ა., საქართველოს ზუთხისნაირნი, თბ., 2013; ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1973; Абдурахманов Ю. А., Рыбы пресных вод Азербайджана, Баку, 1962; Промысловые рыбы СССР, Баку, 1949. მ. დემეტრაშვილი. ნ. ნინუა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თართი&oldid=8012-დან“