თარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარი.jpg

თარი, უძველესი 5–6 სიმიანი და მრავალფარდიანი სიმებიანი საკრავი. გავრცელებულია სამხრ. კავკასიაში (აზერბაიჯანი, დაღესტანი, სომხეთი). XVI–XVII სსიდან თავს იჩენს აღმ. საქართველოშიც. იგი ძირითადად ქალაქის (თბილისი, თელავი) არაქართველ მოსახლეობასა და ქართვ. დიდგვაროვანთა ოჯახებში იმკვიდრებს ადგილს. ქართვ. მეთარემომღერალთაგან ცნობილია ასლან ხურდაყულიშვილი (XIX ს.). თ. სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავია – ლამაზი, ძლიერი ბგერითა და ვირტუოზული ტექ. შესაძლებლობებით. განსაკუთრებულია მისი როლი ქართვ. პროფესიონალმუსიკოსების – საზანდრების ანსამბლში (იხ. საზანდარი), რთა რეპერტუარის ყველაზე მნიშვნელოვან ჟანრს მუღამები წარმოადგენს. საზანდრების რეპერტუარშია აგრეთვე სხვადასხვა ჟანრის ვოკალურსაკრავიერი ქმნილებები, განსაკუთრებით – სატრფიალო და საცეკვაო სიმღერები. თ. ვირტუოზული საკრავია. მასზე რთულ ნაწარმოებებსაც ასრულებენ. გამოყენებულია პროფ. მუს. შემოქმედებაშიც (უ. ჰაჯიბეკოვის `ქოროღლი”). ქართ. ლიტრაში არსებობს ცნობები, რომ თარის შესანიშნავი შემსრულებლები ყოფილან ბესიკი, საიათნოვა, ა. ჭავჭავაძე. კ. ჭოხონელიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თარი&oldid=8014-დან“