თარიგონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარიგონი, მთა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრ. კალთაზე, მდინარეების რიცეულისა (რიონის მარჯვ. შენაკადი) და თარიგონის (ლაჯანურის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფ თარიგონის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2577 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ფერდობებზე ქვემოთ ფართოფოთლოვანი ტყეებია, ზემოთ – სუბალპ. და ალპ. მდელოები. ს. ნემანიშვილი.