თარიშვილი ნინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარიშვილი ნინო კონსტანტინეს ასული (28. VIII. 1904, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 23. II. 1990, თბილისი), პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაამთავრა თსუის პედ. (სიბრძნისმეტყველების) ფაკტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განყბები. 1926–28 სწავლობდა პედ. ფაკტის სიტყვიერების განყბაზე, 1927–30 – თბილ. უცხო ენათა კურსების ფრანგ. სექტორზე. 1928–30 მუშაობდა ფსიქონევროლოგიურ ინტში მეცნ. თანამშრომლად, 1930–39 – უფრ. მეცნ. თანამშრომლად პედაგოგიკის სამეცნ.კვლ. ინტში ზოგადი ფსიქოლ. და საბავშვო ლიტრის სექციაში, 1932–37 – უფრ. მეცნ. თანამშრომლად ფიზ. კულტურის სამეცნ.კვლ. ინტში, 1939იდან – თსუის დას. ევროპის ლიტერატურის ისტ. კათედრაზე, 1940–41 – თელავის პედ. ინტში, 1941–42 – გორის პედ. ინტში, 1942–54 – ა. პუშკინის სახ. პედ. ინტში; პარალელურად, 1986მდე, კითხულობდა ლექციებს თსუსა და უცხო ენათა პედ. ინტში. თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალგაზეთებთან: `ილიონი”, `რუბიკონი”, `ბახტრიონი”, `ტრიბუნა”, `ქართული მწერლობა” და სხვ. 1926 დაიბეჭდა მისი ლექსების კრებ. `მზეში”, 1980 – ლექსების კრებ. `გვირილა”. ერთერთმა პირველმა გამოაქვეყნა წერილი `ბახტრიონში” (1923) ფიროსმანის შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი.