თარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარო, ჭურჭლის დასაწყობი სათავსო (აღმ. საქართველო). თ. კედელთან მიდგმული, დამაგრებული ან ჩამოკიდებული დასაწყობი სათავსოა. ხევსურეთში თ. (ისკორტა) კერის თავზე იყო ჩამოკიდებული და მასზე მამაკაცის კუთვნილ ნივთებს აწყობდნენ. თუშეთში თ. სადიაცო მერხზე იყო დაშენებული, ისე, რომ მისი სასხდომად გამოყენება შეიძლებოდა. ზოგიერთ სადიაცო მერხს თავსა და ბოლოში კროჭი – საწვრილმანო მცირე ყუთი უკეთდებოდა. ქართლში `მარიაშალობას” თს ანგელოზისათვის ფრინველის დაკვლა სცოდნიათ. წესად იყო ანგელოზისათვის თზე დადება თონეში გამომცხვარი პირველი პურისა, რიც მლოცველს მეორე დღეს უნდა შეეჭამა. ლიტ.: ჩიტაია გ., ხევსურული სახლის `სენე”, {ანალები} (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინტის შრომები), 1947, ტ. 1; ბედუკიძე ლ., ხალხური ავეჯი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1973; მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, აკად. ივ. ჯავახიშვილის რედ., ტ. 1. თუშეთი, თბ., 1976. ლ. ბედუკიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თარო&oldid=8018-დან“