თაროკლდის (რაჭველების) მღვიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაროკლდის (რაჭველების) მღვიმე, კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზოდის მიდამოებში, ზ. დ. 485 სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი (სიმაღლე 10 , სიგანე 14 ) მდ. ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ფერდობზეა, მდინარის კალაპოტიდან 70 მ სიმაღლეზე. თ. (რ.) მ. სუბჰორიზონტული ციკლგავლილი, დერეფნული ტიპის სიღრუეა (ჯამური სიგრძე 810 , ფსკერის ფართ. 2700 მ 2, საერთო მოცულობა 7400 მ 3). ქიმ. ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტსტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი. მიკვლეულია ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვანი ეხი. 1917 აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეური ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ფრაგმენტი. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; Замятин С. Н., Новые данные по палеолиту Закавказья, «Советская этнография», 1935, №2; მისივე, Палеолит Западного Закавказья, I. Палеолитические пещеры Имеретии, «Сборник Музея антропологии и этнографии», т. 17, М.–Л., 1957. დ. თუშაბრამიშვილი.