თარხანმოურავები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხან-მოურავები, სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. სახლის დამაარსებელია გ. სააკაძის შვილი იორამი, რსაც როსტომ მეფემ XVII ს. 30იანი წწ. ბოლოს სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა, სხვა მამულებიც უბოძა და თარხნის ტიტული დაუმკვიდრა. ამის მიხედვით იორამის ჩამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისტ. საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებადაც იხსენიებიან, ხოლო XIX სში მათ თ.მს უწოდებდნენ. აზნაურ სააკაძეთა გვარის ამგვარი შეცვლა მათ გათავადებას ნიშნავდა. თ.მის სათავადო თეძმის ახალქალაქსა და მის მიდამოებს მოიცავდა. ლიტ.: ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964